05:50 18 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
საპროტესტო აქცია რუსთაველზე

რუსული ავიაკომპანიები მზად არიან რუსი ტურისტები საქართველოდან 8 ივლისის შემდეგ გაიყვანონ

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (361)
167 0 0

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს დატოვება 8 ივლისამდე ურჩიეს

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსეთის ავიაკომპანიები მზად არიან გაიყვანონ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეები 8 ივლისის შემდეგაც, მაგრამ უკვე სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის აეროპორტების გავლით, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერ მაქსიმ აკიმოვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„აეროფლოტმა“ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანა დაიწყო >>

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ. ეს, რუსული მხარის მონაცემებით, დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ სკანდალს და შემდგომ არეულობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასა და თბილისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.

ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს დატოვება 8 ივლისამდე შესთავაზეს. მათ ბილეთებს უფრო ადრეულ რეისებზე საფასურის დანაკარგის გარეშე გადაუცვლიან.

რუსეთის ვიცე-პრემიერის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით რეისებზე ბილეთების მასობრივ ჩაბარებას აფიქსირებენ.

მანამდე კი რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში ტურების გაყიდვების შეჩერების რეკომენდაცია მიეცათ.

ამასთან, საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის ფრენების გაგრძელებას აპირებს ორი ქართული ავიაკომპანია - Georgian Airways и MyWay Airlines. მათ ვებგვერდებზე ბილეთების გაყიდვა 8 ივლისის შემდგომ თარიღებზეც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

რამდენი რუსი ტურისტი იმყოფება ამჟამად საქართველოში >>

ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ანდრეი სუზდალცევი მიიჩნევს, რომ საქართველოს დანაკარგები რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, სულ მცირე ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (361)

მთავარი თემები