ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენას აუკრძალავენ

© courtesy of Georgian Airwaysავიაკომპანია Georgian Airways - Airzena-ს თვითმფრინავი
ავიაკომპანია Georgian Airways - Airzena-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულ ავიაკომპანიას „რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხებში სახელმწიფო კორპორაციის“ წინაშე ვადაგასული დავალიანება აქვს

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ქართულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთში ფრენას დროებით აუკრძალავენ, იუწყება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ, ხოლო მთავრობას რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ზომების მიღება დაევალა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
რუსული ავიაკომპანიები მზად არიან რუსი ტურისტები საქართველოდან 8 ივლისის შემდეგ გაიყვანონ

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ სკანდალს და შემდგომ არეულობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასა და თბილისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.

„მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ავიაკომპანიების ფრენები შეჩერდება. ამის შესახებ რუსულმა საავიაციო ხელისუფლებამ ქართულ საავიაციო ხელისუფლებას აცნობა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად „რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხებში სახელმწიფო კორპორაციის“ წინაშე ვადაგასული დავალიანების არსებობა დასახელდა.

„ფრენების შეჩერების მიზეზია - საავიაციო უსაფრთხოების საკმარისი დონის უზრუნველყოფის აუცილებლობაა, ასევე აეროსანავიგაციო საქმიანობაზე ვადაგასული დავალიანების არსებობა „რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხებში სახელმწიფო კორპორაციის“ წინაშე“, - აღნიშნეს სამინისტროში.

„აეროფლოტმა“ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანა დაიწყო >>

ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia. რეისებს ასევე ახორციელებს ორი ქართული ავიაკომპანია - Georgian Airways и MyWay Airlines.

ჯერჯერობით მათ ვებგვერდებზე ბილეთების გაყიდვა 8 ივლისის შემდგომ თარიღებზეც მიმდინარეობს.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთი რუსეთის 3 ათას მოქალაქეს აქვს შეძენილი

რთული სათქმელია, რამდენი რუსი ტურისტია დღეს საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში უცხოელებმა საქართველოში თითქმის 3 მილიონი ვიზიტი განახორციელეს.

როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერ მაქსიმ აკიმოვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რუსეთის ავიაკომპანიები მზად არიან გაიყვანონ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეები 8 ივლისის შემდეგაც, მაგრამ უკვე სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის აეროპორტების გავლით.

ამ დროისათვის ყველა ტუროპერატორმა გამოთქვა მზადყოფნა შეწყვიტოს საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა, განაცხადა „როსტურიზმის“ ხელმძღვანელმა ზარინა დოგუზოვამ. მისი თქმით, იმ რუს ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჯერ არ გამოფრინდნენ, საგზურების მთლიანი საფასური უნდა დაუბრუნონ.

ყველა ახალი ამბავი
0