თბილისში კონფერენციაზე საქართველოს საინვესტიციო კლიმატი განიხილეს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ქართველ პარტნიორებთან ერთად ქვეყანაში ერთობლივი ბიზნესის წარმოებით

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. საქართველოს საინვესტიციო კლიმატი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება - უცხოელი ბიზნესმენებისა და მათი ქართველი კოლეგების, ასევე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების განხილვის მთავარი თემები იყო კასპიის მე-8 საერთაშორისო ენერგეტიკის ფორუმზე - თბილისი-2019-ზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქში პარასკევს ჩატარდა.

კასპიის ენერგეტიკის ფორუმის ორგანიზატორი იყო კომპანია Caspian Energy Georgia. ფორუმი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების, ასევე Caspian European Club-ის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, მსხვილი საერთაშორისო და რეგიონული კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა.

საქართველოს კერძო ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოზიდვა სურს>>

 „მსგავსი ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მეტი კომუნიკაცია გვქონდეს. რათა შევქმნათ უფრო ფართო ფორმატი იმისათვის, რომ განვიხილოთ გამოწვევები, მიღწევები და პრიორიტეტები“, - განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

ქართული ბაზარი მნიშვნელოვანია თურქული ბიზნესისთვის

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის სიტყვებით, საშუალო და მცირე ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული „მეურვეობა“ სჭირდება.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
დასახელდა ინვესტირებისთვის ყველაზე მომგებიანი სფეროები თბილისში

 „სახელმწიფომ უნდა დაიცვას მცირე და საშუალო ბიზნესი, რათა კონკურენცია სამართლიანი იყოს“, - აღნიშნა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

Sputnik-საქართველოსთან საუბრისას დიპლომატმა მიუთითა, რომ თურქეთის მთავრობა ენდობა საქართველოს და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია თურქი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც აქტიურად ჩამოდიან ქვეყანაში პოტენციური პარტნიორების მოძიების მიზნით.

 „თურქეთის მთავრობა ენდობა ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. ჩვენ ამას ღიად ვაცხადებთ და ჩვენი ბიზნესმენები ამას ისმენენ და აანალიზებენ, რამდენად ხელსაყრელია მათთვის აქ ფულის დაბანდება. მრავალი თურქული კომპანია ჩამოდის საქართველოში, ეძებს პარტნიორებს ბიზნესის წამოსაწყებად. დაინტერესება არის ყველა სფეროში: სამშენებლო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვ.“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.

თურქეთს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი უჭირავს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რით და ვისთან ვაჭრობს საქართველო>>

მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში დაახლოებით 702 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,2%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. თურქეთში 2019 წლის დასაწყისიდან გაიტანეს დაახლოებით  45 ათასი ტონა ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, 9,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნეული და კონცენტრატი, 8,5 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 834,3 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი და სხვ.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში: რატომ შემცირდა საწვავზე მოთხოვნა

თურქეთიდან ამავე პერიოდში შემოვიდა დაახლოებით 10 ათასი ტონა მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან, დაახლოებით 3,1 ათასი ტონა იზოლირებული მავთულები და კაბელები, 618,5 ტონა დაფასოებული მედიკამენტი, 18,8 ათას ტონაზე მეტი მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 1119 მსუბუქი ავტომობილი და სხვ.

თურქეთის ელჩის სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაც.

 „თურქეთის ეკონომიკა ძლიერი ეკონომიკაა, ღრმა ეკონომიკაა. საქართველო ჩვენი მეზობელია და ჩვენ აქ სამუდამოდ ვიქნებით. ვმუშაობთ ერთბლივად და ასევე მესამე პარტნიორთან, აზერბაიჯანთან. ვავითარებთ რეგიონულ თანამშრომლობას სხვა კასპიისპირა ქვეყნებთანაც. საქართველოს შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიდ პერსპექტივებს გვიშლის და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა დიპლომატმა.

საქართველო არის ქვეყანა დაბალი საგადასახადო ტვირთით

აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელმა ალიჰუსეინ ალიჰუსეინლიმ Sputnik-საქართველოს გაანდო, რით იზიდავს საქართველოს ბიზნესგარემო აზერბაიჯანელ ინვესტორებს.

 „ეს უკავშირდება ტურისტების ნაკადს, რომელიც, როგორც ყველანი ვხედავთ, წლიდან წლამდე იზრდება. სახელმწიფო სტრუქტურების სრული გამჭვირვალობა და საბანკო სისტემასთან სრული სინქრონიზება - ყველაფერი ერთად საქართველოში ინვესტირებისთვის შესანიშნავ წინაპირობას ქმნის“, - განაცხადა ალიჰუსეინლიმ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო - Sputnik საქართველო
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ტოპ–10

აზერბაიჯანი საქართველოს მესამე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.

აზერბაიჯანთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 435,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,8%-ს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში გავიდა 6804 მსუბუქი ავტომობილი, 841 ტონა სიგარები, სიგარილები და სიგარეტები, 378,1 ტონა მედიკამენტები, 539 სატვირთო ავტომობილი და სხვ. აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 925,1 ათასი ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, 26,3 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია, დაახლოებით 77,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, 155,2 ათასი ტონა ცემენტი, 10,4 ათას ტონაზე მეტი წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე და სხვ.

რითია საქართველო საინტერესო ინვესტორებისთვის>>

როგორც Caspian European Club-ის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელმან ალიევმა განაცხადა, CEC და მისი ქართველი პარტნიორი კომპანია Caspian Energy Georgia 2019 წლის სექტემბრიდან შეუდგებიან CEO Lunch Tbilisi და ყოველთვიური ბიზნესფორუმების ჩატარებას. Caspian European Club-ის ყველა წევრს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან საშუალება ექნება, გაეცნოს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, პირობებს, რომლებსაც ქვეყნის ხელმძღვანელობა ქმნის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ბიზნესპროექტების სარეალიზაციოდ, ასევე შეძლებს ქართულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მჭიდრო და ურთიერთმომგებიანი კონტაქტების დამყარებას.

საქართველო ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკას ცვლის>>

Caspian European Club აერთიანებს 5000-ზე მეტ კომპანიას და ორგანიზაციას მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. კლუბი Caspian Energy International Media Group-ის აქტიური მონაწილეობით 2002 წელს შეიქმნა უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანიების მხარდაჭერით, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში მუშაობენ.

კლუბის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

ყველა ახალი ამბავი
0