ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში: რატომ შემცირდა საწვავზე მოთხოვნა

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწვავის უდიდესი მომწოდებელი რუსეთია

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი 2019 წლის დასაწყისიდან 6%–ით შემცირდა 2018 წლის იანვარ–მაისთან შედარებით და 404,2 ათასი ტონა შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ბენზინის იმპორტმა 2019 წლის იანვარ–მაისში 215,4 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის – 188,8 ათასი ტონა.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
ბენზინი კვლავ ძვირდება: რატომ არის საქართველოში საწვავზე ფასები მსოფლიო რეალობას აცდენილი

საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი 2019 წლის იანვარ–მაისში კვლავ რუსეთია – აღნიშნულ პერიოდში ამ ქვეყნიდან შემოიტანეს 136 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,6%–ს შეადგენს. რუსეთის შემდეგ არიან რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, თურქმენეთი.

რატომ შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას მიიჩნევენ, ასევე, საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის ზრდას.

ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში ორ წელიწადში აშენდება>>

„მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32,5 ათასი ტონით შემცირდა (თითქმის 15%–ით)“, – აღნიშნავენ იმპორტიორთა კავშირში.

წლის დასაწყისიდან ბენზინის იმპორტის თითქმის 68% მოდის რეგულარზე (А–91), 30,5% – პრემიუმზე (А-95) და 1,5% – სუპერზე (А-98).

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ბენზინი ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს

საწვავის ფასები

ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის საშუალო ფასია (ერთ ლიტრზე): ბენზინი სუპერი – 2,61-2,69 ლარი, პრემიუმი – 2,51-2,59 ლარი, რეგულარი – 2,40-2,49 ლარი, ევრო დიზელი – 2,53-2,67 ლარი, დიზელი – 2,50-2,55 ლარი. მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი – 2,8 ლარი.

პორტალ Global Petrol Prices–ის მონაცემებით, საქართველოს ბენზინის ფასით მსოფლიოში 49–ე ადგილი უკავია. მისი საშუალო ფასი (1 ლიტრის) 17 ივნისისთვის 0,89 დოლარი იყო. დიზელის საწვავის ფასით (0,92 დოლარი) საქართველო 56–ე ადგილს იკავებს.

პორტალის ინფორმაციით, კვირის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის ფასი საქართველოში არ შეცვლილა, ხოლო ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისად, 3,2%–ითა და 2,1%–ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0