ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში ორ წელიწადში აშენდება

© Sputnik / Alexander Imedashviliელექტრომობილების დამუხტვის სადგური
ელექტრომობილების დამუხტვის სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროდუქციის ნაწილი შიდა ბაზარზე დარჩება, ხოლო დანარჩენი ელექტრომობილები ევროკავშირში ექსპორტზე გავა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება – ქართულმა კომპანია I Group-მა და ჩინურმა კონსორციუმმა Changan Automobile-მა თბილისში შესაბამის მემორანდუმზე მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

თბილისში ელექტრომობილების დამტენი 160 მოწყობილობა დამონტაჟდება>>

პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კომპანია I Group ელექტრომობილების ქარხანას ქუთაისში 24 თვის განმავლობაში ააშენებს. წარმოებაში დასაქმებული იქნება 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები. წარმოების ჩაბარების შემდეგ 18 თვეში აეწყობა არანაკლებ 5000 ელექტრომობილისა.

ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური - Sputnik საქართველო
შეღავათები ელექტრომობილებისთვის: თბილისის მერიამ წინადადებები შეიმუშავა

პრემიერ-მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მნიშვნელობა მიანიჭეს იმ ფაქტს, რომ საწარმო მთავრობის მხარდაჭერით აშენდება და რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი გახდება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ და რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობების ნაწილი იყოს ისეთი დიდი კომპანია, როგორიცაა Changan.

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც მონაწილეობა მიიღო „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივაში", – განაცხადა პრემიერმა.

ქართული მხარის ინფორმაციით, მომავალში ქარხანა ყოველწლიურად გამოუშვებს 40 ათას ელექტრომობილს. აქედან ნახევარი შიდა ბაზარზე დარჩება, ხოლო მეორე ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გავა.

ყველა ახალი ამბავი
0