ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე დაშავებულები მოინახულა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო მინსკში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებულები, მათ შორის, პოლიციელები მოინახულა, იუწყება პირველი არხი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე

პრეზიდენტმა დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს.

საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია.

სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში იმყოფებოდა, სადაც მინსკში ევროპული თამაშების გახსნას უნდა დასწრებოდა, მაგრამ თბილისში მომხდარი არეულობების გამო მან ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0