როსტურიზმი ტუროპერატორებს საქართველოში ტურების შეჩერების რეკომენდაციას აძლევს

გამოწერა
Yandex newsTelegram
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს, მათი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ურჩია, თავი თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. როსტურიზმი რეკომენდაციას აძლევს რუსეთის ტუროპერატორებს, შეაჩერონ ტურების რელიზაცია საქართველოში ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებამდე. იუწყება ტელეგრამ−არხი Sputnik-ახლო საზღვარგარეთი.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
კოშმარული პროვოკაცია: მარია ზახაროვა კომენტარს აკეთებს

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს, მათი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ურჩია, თავი თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

„რუსეთის ტუროპერატორებს, ტურაგენტებს: შეაჩერეთ ტურისტული პროდუქტების რეალიზაცია და ასევე ცალკეული ტურისტული მომსახურებები საქართველოში იქ ვითარების ნორმალიზაციამდე“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იმ რუს ტურისტებს, რომლებიც ამ დროისათვის საქართველოში იმყოფებიან, უწყება სიფხიზლისკენ მოუწოდებს და სთხოვს მათ, მოერიდნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

უფრო მეტიც, როსტურიზმი მოუწოდებს ტურისტებს, არ გამოვიდნენ სასტუმროებიდან გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, გარდა სამშობლოში დასაბრუნებლად აეროპორტში წასვლისა.

 

ყველა ახალი ამბავი
0