კოშმარული პროვოკაცია: მარია ზახაროვა კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ 20−21 ივნისის ქაოსმა თავად საქართველო დააზიანა.

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თბილისში მომხდარ არეულობას „კოშმარული პროვოკაცია“ უწოდა, რომელმაც თავად ქვეყანას   მიაყენა ზიანი. 

სერგეი გავრილოვი - Sputnik საქართველო
გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

საპროტესტო აქცია თბილისში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძლიდან რუსულად მიმართა მართლმადიდებლობის პარლამენტშორის ასამბლეაზე შეკრებილებს, მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. შედეგად, საავადმყოფოებში ასზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს — როგორც მომიტინგეები, ისე პოლიციის თანამშრომლები.

„რადიკალების პროვოკაცია , ხელისუფლებისთვის ბრძოლა პარტიებს შორის... პოლიტიკა... დემოკრატია. არ ვირონიზირებ — ეს თანამედროვე მსოფლიოს რეალიებია“, — დაწერა ზახაროვამ საკუთარ Facebook−ზე.

მისი თქმით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, მართლმადიდებლობის პარლამენტშორისი ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი საქართველოში „მიწვევითა და მშვიდობიანი მიზნებით“ ჩამოვიდა და მას არასდროს მიუღია მონაწილეობა არანაირ ანტიქართულ საქმიანობაში.

„დიახ, ჩვენ გუშინ ვიხილეთ ეს კოშმარული პროვოკაცია, რომელიც, სხვათა შორის, შუაგულ ტურისტულ სეზონზე მოაწყეს. ვინმეს შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ პროვოკატორების მიერ დაქოქილი ჯგუფები სასტუმროების დასარბევად არ გაიწევენ?“, — წერს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ 20−21 ივნისის ქაოსმა თავად საქართველო დააზიანა.

„პირადად ჩემთვის დასკვნა ნათელია: გუშინდელმა არეულობამ ყველაზე მეტი ზიანი ისევ საქართველოს მიაყენა“, — წერს დიპლომატი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღშფოთებულია რადიკალების ქმედებებით, რომლებმაც მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაშალეს.

როგორც მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აღნიშნავს, საქართველოს რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა, მსოფლიოს მართლმადიდებლების გამაერთიანებელი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი საკუთარი ანტირუსული განწყობის გამოსახატად გამოიყენეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0