პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან

© Sputnik / Vladimir Umikashviliვითარება პარლამენტის წინ აქციის დაშლის შემდეგ
ვითარება პარლამენტის წინ აქციის დაშლის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქცია დღეს 19 საათისთვის არის დაგეგმილი

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, 19:00 საათზე, კვლავ განახლდება, საზოგადოება უკვე იკრიბება, იუწყება პირველი არხი.

რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მათი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა საკმარისი არ არის. ოპოზიცია მოუწოდებს საზოგადოებას, მივიდნენ აქციაზე და ბრძოლა მშვიდობიანად გააგრძელონ.

ირაკლი კობახიძე გადადგა>>

20 ივნისს, თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ვინც ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივში გარდაქმნას, დაისჯება

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცველია.

ყველა ახალი ამბავი
0