გახარია: ვინც ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივში გარდაქმნას, დაისჯება

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს დეტალურად შეისწავლის

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება - მელიას, ოქრუაშვილს და უგულავას დააკავებენ?
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ყველა ადამიანი, ვინც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში და პარლამენტისა და პოლიციელების წინააღმდეგ შტურმში გარდაქმნას, უმკაცრესად დაისჯება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში.

გიორგი გახარიას თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ნიშნავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს დეტალურად შეისწავლის.

ყველა ახალი ამბავი
0