თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოფიციალურად გადადგა, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს, რომელიც თბილისში მძიმე ღამის შემდეგ გაიმართა – საპროტესტო აქციის დროს ადგილი ჰქონდა არეულობებს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
„პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე (თამარ ჩუგოშვილი)“, – ნათქვამია განცხადებაში.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს.