დასავლეთი რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის - რუსეთის პრეზიდენტი

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშიპირდაპირი ხაზი რსეთის პრეზიდენტთან
პირდაპირი ხაზი რსეთის პრეზიდენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან, 2014 წლიდან, ქვეყანამ 50 მლრდ დოლარი დაკარგა, ევროკავშირის დანაკარგებმა კი 240 მილიარდი შეადგინა. 

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მომავალში არ შეიცვლება. 

პირდაპირი ხაზის ტრანსლაცია  - Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, რა აღელვებს ქვეყნის მოსახლეობას ყველაზე მეტად

პირდაპირი ხაზის დროს ვლადიმირ პუტინს დაუსვეს შეკითხვა: თუ რუსეთის „ყველას შეურიგდება, რას მისცემს ეს ეკონომიკას?“

„ჩვენ არავისთან გვიჩხუბია... თუ დავნებდებით და ეროვნულ ფუნდამენტალურ ინტერესებს მივაფურთხებთ, შეიცვლება ამით რამე? შესაძლოა, რაღაც საგარეო სიგნალები იყოს, მაგრამ კარდინალურად არაფერი შეიცვლება“, — განმარტა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან, 2014 წლიდან, ქვეყანამ 50 მლრდ დოლარი დაკარგა, ევროკავშირის დანაკარგებმა კი 240 მილიარდი შეადგინა. 

შეგახსენებთ: დღეს, 20 იბნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს პირდაპირი ხაზით, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0