რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, რა აღელვებს ქვეყნის მოსახლეობას ყველაზე მეტად

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიპირდაპირი ხაზის ტრანსლაცია
პირდაპირი ხაზის ტრანსლაცია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხაზის დაწყებამდე პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მეთაური, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ ეთერში დაუკავშირდება ჩინოვნიკებს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გახსნა რა ყოველწლიური ტელეხიდი,  პირდაპირი ხაზი ქვეყნის მოსახლეობასთან, აღნიშნა, რომ რუსეთის მოსახლეობას ყველაზე მეტად შემოსავლების რაოდენობა და ჯანდაცვის საკითხები აღელვებთ.

სახელმწიფოს მეთაურს ჰკითხეს, რომელი შეკითხვები გამოჰყო პირდაპირი ხაზის სამზადისის პერიოდში და მოსახლეობის მიერ დასმული შეკითხვებიდან, რომელი იყო მათგან ყველაზე მწვავე.

„როდესაც პირდაპირი ხაზისთვის მზადება მიმდინარეობს, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო თვალსაჩინო ხდება, რა არის ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მწვავე მოცემულ მომენტში. არანაირ საიდუმლოს არ გავამხელ [თუ ვიტყვი], რომ უწინარესად, ეს არის ცხოვრების დონე, შემოსავლების დონე, ჯანდაცვა...“ — განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი ხაზი, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა, 12:00 საათზე (მოსკოვის დროით) დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ხაზის დაწყებამდე პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მეთაური, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ ეთერში დაუკავშირდება ჩინოვნიკებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0