რამხელა ზარალი მიაყენა საქართველოს 23-მა ქართველმა მეწარმემ

© photo: Sputnikშემოსავლების სამსახურის მანქანა
შემოსავლების სამსახურის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის  და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის პასუხისგებაში 23 მეწარმე მიეცა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

„უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, გამოვლენილი იქნა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 23 მეწარმე, მათგან პატიმრობაში იმყოფება 17 პირი, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და გამოცხადდა ძებნა“, – ნათქვამია სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოციალური ქსელი  Facebook - Sputnik საქართველო
რა საერთო ჰქონდა Crystalbet-ის და Facebook-ის ანგარიშებს - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში, რომელსაც შემდგომში იყენებდნენ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების  განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისა და  მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვისათვის.

სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ფიქტიურად, ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა აღემატება 85 000 000 ლარს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

უწყების ინფორმაციით, ამ დანაშაულებრივ ქმედებებში სხვა კომპანიებისა და პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

რა ღირს მართვის მოწმობა გამოცდების ჩაბარების გარეშე >>

გამოძიება გრძელდება სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0