თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. სამეგრელოში სამართალდამცველებმა ხობის საბავშვო ბაღიდან ტელევიზორების მოპარვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს–ს ცნობით, საბავშვო ბაღში მომხდარი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ.
გამოძიების ინფორმაციით , დაკავებულმა მამაკაცმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ორივე ნაქურდალი ტელევიზორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 177-ე მუხლით.