თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია ერთი პირი

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 56 წლის მამაკაცი ღამით, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 56 წლის მამაკაცი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებული წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.

უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოროტმოქმედი ღამით, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0