რუსეთის სამხედრო-საავტომობილო პოლიციის თანამშრომლები პოლიგონზე „პოლიციური მოხვევის“ შესრულებისას ამოტრიალდნენ. იხილეთ ინციდენტის ვიდეოკადრები.
კადრებში ჩანს, როგორ მიდის სწრაფი უკუსვლით ავტომობილი Lada Vesta და როგორ უხვევს მკვეთრად 180 გრადუსით. სწორედ ამ მომენტში მანქანა გვერდულ სალტოს „ასრულებს“, ანუ გვერდულად ტრიალდება და კვლავ საბურავებით დგება მიწაზე.
ინციდენტი, რომლის კადრებიც ინტერნეტით გავრცელდა, სავარაუდოდ კონკურსი „საგზაო პატრულის“ დროს მოხდა, რომელიც 12-15 ივნისს ტარდებოდა პოდმოსკოვიეს პოლიგონზე.
ავტომობილში მყოფებს თვითმხილველები და პოლიგონის თანამშრომლები მიეშველნენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.