თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ანომალურმა სიცხემ ინდოეთის ჩრდილოეთ-აღმოსვლეთ შტატ ბიჰარში სულ მცირე 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იუწყება გაზეთი Times of India.
გამოცემის მონაცემებით, დაღუპულთა უმრავლესობა - 25 ადამიანი აურანგაბადის ოლქზე მოდის, დანარჩენი ოთხი ადამიანი დაიღუპა ნავადას და გაიას ოლქებში. ამის გარდა, 30-ზე მეტი ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში.
ბიჰარში ბოლო რამდენიმე კვირა დგას ამ სეზონისთვის უჩვეულო სიცხე - ტემპერატურა დღის განმავლობაში 40 გრადუს ქვემოდ არ ჩამოდის. ნიუ-დელიში 10 ივნისს ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევდა, რაც ინდოეთის დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მუსონების დაგვიანებამ წელს ინდოეთში ხანგრძლივი სიცხე გამოიწვია. სინოპტიკოსების განცხადებით, ამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში გვალვა უკვე 30 დღეს გრძელდება.