თუშეთში ავარიის ახალი დეტალები - ცნობილია, ვინ არის დაღუპული

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
თუშეთში გზის მონაკვეთზე მიწა მოწყდა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, განუცხადა „პირველ არხს“ თვითმხილველმა.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
თუშეთში გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ გზაზე მიწის მოწყვეტამ გამოიწვია, რა დროსაც გზიდან ტურისტებით სავსე ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადგილობრივი, 31 წლის კაცი დაიღუპა, მძიმედ დაშავებული კი თელავის კლინიკაში გადაიყვანეს. 

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ დაღუპულიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან. უწყება ავარიის მიზეზსაც განმარტავს. სამართალდამცავი ორგანოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ავარიის მიზეზი სავარაუდოდ მძღოლის მიერ საჭის დაუმორჩილებლობა გახდა.

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზა ამ დროისთვის საპატრულო პოლიციას აქვს ჩაკეტილი. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ცუდი ამინდის გამო, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება სახიფათოა.

თუშეთისკენ მიმავალი გზა დაიტბორა – ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია >>>

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთში მიდის. უამინდობის გამო ეს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან მდინარე სტორი გადმოვიდა და გზის დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. დაზიანებულ მაგისტრალზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0