თუშეთში გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ - არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედური შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თუშეთის გზაზე კლდიდან ტურისტებით სავსე მანქანა გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი".

თუშეთი - Sputnik საქართველო
თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა ისევ პარალიზებულია

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე მოხდა.

ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები მიემგზავრებიან. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

დღეს გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. 

არც ფეხით, არც ცხენით: ტურისტებს თუშეთში წასვლას არ ურჩევენ >>>

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთში მიდის. უამინდობის გამო ეს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან მდინარე სტორი გადმოვიდა და გზის დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. დაზიანებულ მაგისტრალზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0