საგარეო სავაჭრო ბრუნვა: იმპორტი კვლავ ეცემა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს – ექსპორტი 14,2%-ით გაიზარდა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. იმპორტმა საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 3,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა – იანვრიდან მაისის ჩათვლით შემოიტანეს 3,6%-ით ნაკლები პროდუქტი, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ამავე დროს, ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარ-მაისთან შედარებით, 14,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
ვისთან გამართავს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს

მთლიანობაში, ქვეყნის საგარეო ბრუნვა 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ექსპორტის ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის – გასაღების ბაზრის გეოგრაფიის ზრდით.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომ ზრდასა და დივერსიფიკაციაზე. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში მიღწეული ახალი შეთანხმებები ხელს უწყობენ ქართული პროდუქციის გაყიდვის ბაზრის გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას", – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო გაყიდვის ბაზრებს აფართოებს

საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ – კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ხელსაყრელი იქნება ორივე ქვეყნისთვის, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

რომელი ქართული ღვინოებია პოპულარული საზღვარგარეთ>>

ბოლო პერიოდში საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0