თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. გორთან, კარალეთი-ძევერის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
ერთმანეთს შეეჯახნენ მინივენი და BMW-ს მარკის ავტომობილი. ავარიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.
შსს-ს სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.