თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ბელიაშვილის ქუჩაზე მოტოციკლის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებისას, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.
ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა და 30 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.