გამოქვეყნდა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaაბიტურიენტების რეგისტრაცია გამოცდის წინ
აბიტურიენტების რეგისტრაცია გამოცდის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 1 ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება, აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცდების განრიგი დეტალურად ასეთია:

  • 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
  • 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
  • 5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

უცხოური ენა:

  • 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
  • 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა.

სხვა გამოცდები:

  • 10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
  • 11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
  • 12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
  • 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
  • 19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება;
  • 22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
  • 23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

ცენტრის ინფორმაციით, 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17–24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12 ათასამდე კანდიდატმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა, მასწავლებლის კომპეტენციას კი 31 ათასზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

ყველა ახალი ამბავი
0