სასამართლო: თბილისის მერიას მთაწმინდაზე საბაგირო გზის მშენებლობა აღარ ევალება

© photo: SputnikЭто если заглянуть сквозь арку академии
Это если заглянуть сквозь арку академии - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთაწმინდის პარკის მფლობელები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთაწმინდის პარკის სარჩელი თბილისის მერიის წინააღმდეგ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კერძოდ, თბილისის მერია იხსნის საბაგიროს მშენებლობის ვალდებულებას და ასევე არ აანაზღაურებს პარკისთვის მიყენებულ ზიანს.

მთაწმინდის პარკის ადვოკატები პირველი ინსტანციის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საბაგირო - Sputnik საქართველო
სამგორი–ვაზისუბანი, ახმეტელი–თემქა თუ სამება–მახათას მთა: სად გაჩნდება ახალი საბაგირო გზა

„ეს არის შოკის მომგვრელი და წარმოუდგენელი გადაწყვეტილება... ხელშეკრულებით, მერიამ აიღო ვალდებულება, რომ 2014 წლის 1 ივნისს გადმოგვცემდა საბაგირო გზას, რის სანაცვლოდაც მთაწმინდის პარკისგან მიიღო 4 მილიონი ევროს ინვესტიცია - წინასწარ გადახდილი საზღაური საბაგიროს მშენებლობისთვის. დღეს კი, 2019 წელს, სასამართლო გვეუბნება, რომ მერიას არ გააჩნია ვალდებულება საბაგირო გზის მშენებლობის და არ გააჩნია არც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ.

ამჟამად მთაწმინდის პარკში მოხვედრა შესაძლებელია სამანქანო გზით ან ფუნიკულიორით, რომლის ქვედა სადგურთან გზა რუსთაველის გამზირიდან 15 წუთის სავალზე, საკმაოდ დამრეც ფერდობზე ადის.

თბილისი ევროპის ულამაზესი ქალაქების ნუსხაში მოხვდა >>

წინათ მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობდა. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლის ზაფხულამდე იმუშავა, როდესაც ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

საბაგირო მთაწმინდაზე. - Sputnik საქართველო
ის კოშმარი შენელებული კადრივით მახსენდება – 29 წელი თბილისის საბაგიროს ტრაგედიიდან

2016 წელს დასრულდა საბაგიროს ქვედა და ზედა სადგურების საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მათი აღდგენა. ადრე ქალაქის ხელისუფლება გეგმავდა ქვედა სადგურის აგებას ვარდების მოედანზე, თუმცა არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, გადაწყდა სადგურის ძველ ადგილას აღდგენა.

საბაგირო გზის მიახლოებითი სიგრძე 980 მეტრია, მგზავრობის ხანგრძლივობა - ოთხი წუთი. საბაგირო გზით იმოძრავებს 20 გონდოლა. თითო გათვლილია, საშუალოდ, ექვს ადამიანზე. საბაგიროთი მგზავრობას საათში 1100 ადამიანი შეძლებს.

2018 წლის აპრილში თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას შეპირდა, რომ საბაგიროს აღადგენდა.

ბათუმის საბაგირომ მუშაობა განაახლა >>

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს - რიყის პარკსა და ნარიყალას ციხე-სიმაგრეს შორის და ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას შორის.

ყველა ახალი ამბავი
0