ბათუმის საბაგირომ მუშაობა განაახლა

© Sputnik / Seyran Baroyanპორტი ბათუმში
პორტი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში საბაგიროში მგზავრები ელექტროენერგიის გათიშვის გამო ჩარჩნენ

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. განაახლა მუშაობა საბაგიროზე ბათუმში, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის გამო გაჩერდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საბაგირო სახელწოდებით „არგო“ დღის 12:00 საათზე გაჩერდა და მგზავრების ნაწილი ჰაერში დარჩა. მგზავრების გადასარჩენად გენერატორი ჩართეს.

კუს ტბისკენ მიმავალი საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
მეტრო „რუსთაველი“ მთაწმინდას ახალი საბაგირო გზით დაუკავშირდება

ტელეკომპანიის ცნობით, ამ მომენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ქვედა სადგური ზღვის პორტთან, ხოლო ზედა ანანურის მთაზე მდებარეობს.

რამ გამოიწვია გუდაურის საბაგიროზე ავარია: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა >>

საბაგიროს სიგრძე 2586 მეტრს შეადგენს და რვა მგზავრზე გათვლილი დახურული ცხრა გონდოლისგან შედგება. ერთი მიმართულებით მგზავრობის დრო 10 წუთს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0