მეტრო „რუსთაველი“ მთაწმინდას ახალი საბაგირო გზით დაუკავშირდება

© photo: Sputnikკუს ტბისკენ მიმავალი საბაგირო გზა
კუს ტბისკენ მიმავალი საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 1990 წლის ივნისის ტრაგიკულ შემთხვევამდე ფუნქციონირებდა

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. მეტრო „რუსთაველი“ მთაწმინდას შესაძლოა ახალი საბაგიროთი გზით დაუკავშირდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის დასრულება და ახალი საბაგირო გზების დაპროექტება-მშენებლობა ერთ-ერთია  იმ პროექტებს შორის, რომლის განხორციელებასაც ჯერ კიდევ 2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქის ახლადარჩეული მერი თბილისსა და მის მცხოვრებლებს დაჰპირდა. 

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა თავისი მოადგილის, ილია ელოშვილის გუშინდელ განცხადებას თბილისის მასშტაბით ახალი საბაგიროების გაკეთების შესახებ.

„ერთადერთი პროექტი, რომელიც საბაგიროზე არსებობს, არის მეტრო „რუსთაველის“ დაკავშირება მთაწმინდასთან. ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. რაც შეეხება სხვა პროექტებს, კვლევებია ჩასატარებელი, რომლის შემდეგაც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", — განაცხადა კალაძემ.

საბაგირო გზის ვაგონი - Sputnik საქართველო
თბილისი შესაძლოა საბაგირო გზების ქალაქი გახდეს

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლის ივნისამდე ფუნქციონირებდა. მან მუშაობა ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შეწყვიტა, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯერ კიდევ 2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენის შესახებ. გეგმის მიხედვით, საბაგირო გზა ექსპლუატაციაში 2017 წლის ზაფხულში უნდა შესულიყო. საბაგირო ინფრასტრუტურას კი ავსტრიული კომპანია Doppelmayr--ი დაამზადებდა.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, ხოლო მეორე — ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას.

 

ყველა ახალი ამბავი
0