თბილისი შესაძლოა საბაგირო გზების ქალაქი გახდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბაგირო გზის ვაგონი
საბაგირო გზის ვაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი საბაგირო გზების განვითარებას ითვალისწინებს ორი სცენარით.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის თანახმად, თბილისში საბაგირო გზების რაოდენობა შეიძლება ორიდან ცხრამდე გაიზარდოს.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – ევროპის მოედნიდან ნარიყალამდე და ჭავაჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

გენერალური გეგმა საბაგირო გზების ორი სცენარით განვითარებას ითვალისწინებს. პირველი სცენარი სამი ახალი საბაგირო გზის შექმნას ითვალისწინებს: სამგორი–ვაზისუბანი, ვაჟა–ფშაველა–ნუცუბიძის ფერდობი და ახმეტელის თეატრი–ზღვის უბანი–თემქა.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
როგორი იქნება თბილისის განვითარების გეგმა

მეორე სცენარი შვიდი საბაგირო გზის შექმნას ითვალისწინებს: სამგორი–ვაზისუბანი, მეტროს სადგური "უნივერსიტეტი" – სტუდქალაქი (პერსპექტივაში – წყნეთამდე), ვაჟა–ფშაველა–ნუცუბიძის ფერდობი, დიდუბე–ვაშლიჯვარი (პერსპექტივაში ლისის ტბამდე), ვაგზლის მოედანი–ლოტკინი (პერსპექტივაში თბილისის ზღვამდე), ახმეტელის თეატრი–ზღვის უბანი–თემქა.

"უნდა აღინიშნოს, რომ საბაგირო გზების განვითარება დიდ ინვესტიციებს საჭიროებს. რეკომენდაციები წარმოდგენილია და მათი განვითარება შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს", – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისში პირველი საბაგირო გზა რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდამდე 1957 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე – ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე – ცხრა წლის შემდეგ. 1990–იანი წლებისთვის დედაქალაქში ხუთი საბაგირო გზა ფუნქციონირებდა.

2010 წელს თბილისში არც ერთი საბაგირო გზა აღარ მუშაობდა. პირველად ევროპის მოედნიდან ნარიყალამდე გზა 2012 წელს აამუშავეს.

ყველა ახალი ამბავი
0