თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. ფოთში ნაბადის უბანში 25 წლის გოგო დაჭრეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ინციდენტი შაბათს მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონას ჭრილობები ქმრის ბიძამ მიაყენა. მედიკოსების თქმით, მას ზედაპირული ჭრილობები აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„სასწრაფო დახმარებამ შემოიყვანა 25 წლის ქალბატონი ნაკვეთი ჭრილობებით. პაციენტს გაეწია პირველადი ამბოლატორიული დახმარება. ახალგაზრდა ქალი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულში ბრალდებული ვ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკა ლატარია