თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისში ერთი პირი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა დღეს, ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრა ბასრი საგნით, წინასწარი განზრახვით მოხდა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.