მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 80-დან რვა მონაწილემ გადალახა

© Pixabay / succoმართლმსაჯულების სიმბოლოები
მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში სამმა გამოსაცდელმა გადალახა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 80-დან რვა მონაწილემ გადალახა, ნათქვამია საქართვლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში დღეს გაიმართა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ქართველ მოსამართლეთა შინდლერის სია

გავრცელებული ინფორმაციით, 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში სამმა გამოსაცდელმა გადალახა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ტესტური გამოცდის მიმდინარეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აკვირდებოდა.

რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება.

წერით გამოცდამდე კი, ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, შეუძლია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს მიმართოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0