ქართველ მოსამართლეთა შინდლერის სია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახდებიან თუ არა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გენერალური პროკურორი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?

მალე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველი 144 იურისტის სიის განხილვას დაიწყებს. პროცედურები, რაც მოსამართლეობის მსურველებმა უნდა გაიარონ, საკმაოდ რთულია და რთულ საკანონმდებლო პირობებშიც იყო მიღებული. მოულოდნელად გაირკვა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა მოისურვეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ და მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. ექსპერტები ამბობენ, რომ მათ ამ პოსტებზე მოხვედრის დიდი შანსი აქვთ. უფრო სწორად, შალვა თადუმაძეს არა რიგით მოსამართლედ, არამედ ნინო გვენეტაძის შემცვლელად მოიაზრებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
კომპრომატები ბახტაძეზე? პრემიერს პარლამენტში მძიმე პარასკევი ელოდება

144-კაციან სიაში ბევრ ხალხისთვის მიუღებელ მოქმედ მოსამართლეს ხედავს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, რომელიც თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასული წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტში წარდგენილი 10-კაციანი სიის ჩავარდნა და პროცესის ასე გამჭვირვალედ გამოტანა სწორედ მისი და მისი თანამებრძოლების დამსახურებაა.

პროცესის გამჭვირვალეობაზე საუბრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი ანა დოლიძეც, რომელმაც მოსამართლეთა სიის განხილვის ასეთ პერსპექტივას „მურუსიძე-ჩინჩალაძის კოშმარი“ უწოდა. მისი თქმით, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგია ის ღია განხილვები, რომელიც პარლამენტში გაიმართება და რომელიც პროცესის გამჭვირვალობისთვის ფრიად სასურველია.

არასამთავრობო სექტორი ვარაუდობს, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, შემდეგ კი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება შალვა თადუმაძე, რომელიც ამჟამად გენერალური პროკურორის მაღალ პოსტს იკავებს. მას პარლამენტში საკუთარი კომპეტენციის დადასტურება ნამდვილად არ გაუჭირდება, თუმცა უფრო მეტად მისი მიუკერძოებლობა გახდება ოპოზიციის განხილვის საგანი.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
შეძლებს თუ არა ეკა ბესელიას ახალი პარტია ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" ჩანაცვლებას

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ გახდება გენერალური პროკურორი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს 2020 წლიდან დამსახურებულ 10-წლიან „პენსიაზე“ გაუშვებენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ. რაც შეეხება გენერალურ პროკურორს, აქაც მოსალოდნელია, რომ შიგნიდან შეირჩეს კადრი, რომელიც ხელისუფლებისთვის უხერხული არ იქნება.

მოსამართლეობის მსურვლები საკმაოდ რთულ და საინტერესო გზას გაივლიან. ჯერ მათ ელოდებათ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც სია გაიცხრილება. სხვათა შორის, საბჭოს აქტიურმა წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა უკვე აღმოაჩინა ე.წ. სასამართლოს კლანის წევრის გიორგი მიქაუტაძის განაცხადში შეცდომა, რის გამოც იგი თვლის, რომ მიქაუტაძე კონკურსიდან უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მიქაუტაძეს სამი რეკომენდატორის ნაცვლად საკონკურსო განაცხადში ორი ჰყავს მითითებული.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ არც ერთი პროცესი არაა დაცული ტექნიკური ხასიათის შეცდომებისაგან და ეს შეცდომაც შეიძლება გამოსწორდეს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ფიცი მწამს, სოციოლოგია მაკვირვებს: NDI-კვლევის მისტიკა

საყურადღებოა, რომ მოსამართლეობის მსურველთა ახალ სიაში არ არის ე.წ. სასამართლო სკანდალის ორი ფიგურანტი დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე. ეკა ბესელია თვლის, რომ ეს საზოგადოებისა და პოლიტიკოსების პროტესტის დამსახურებაა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასამართლო კლანმა არ ჩაიგდოს ხელში“, – ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯერ 60-მდე შეამცირებს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა სიას, შემდეგ ეტაპზე კი, გასაუბრებისა და კენჭისყრის შემდეგ – 20 კანდიდატამდე, რომელთაც წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად უვადო მოსამართლედ.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სამწუხაროდ, პარლამენტმა არ გაიზიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ 2016 წლის მოწვევის პარლამენტს მხოლოდ 10 ადგილი დაეკომპლექტებინა, ხოლო დანარჩენი 10 ვაკანსიისათვის 2020 წელს გამოეცხადებინათ კონკურსი.

წინ საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი პროცესი გველოდება და ძალიან მალე გამოიკვეთება, როგორ აპირებს მმართველი გუნდი სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებას.

ყველა ახალი ამბავი
0