სამეურვეო საბჭო სამი წლის ვადით - საჯარო სკოლებში არჩევნები იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliპირველი კლასიკური გიმნაზია
პირველი კლასიკური გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეურვეო საბჭოს ვალდებულებებს შორის სკოლის დირექტორების დანიშვნა და ბიუჯეტის დამტკიცებაა

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება - კანდიდატების რეგისტრაცია 5-11 ივნისის პერიოდში ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამეურვეო საბჭო საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მასწავლებლები, მოსწავლეების მშობლები და საშუალო სკოლის მოსწავლეების მიერ არჩეული წარმომადგენელი.

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები გამკაცრდა

გარდა ამისა, სამეურვეო საბჭოში განათლების სამინისტროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია საკუთარი წარმომადგენელი დანიშნოს. მასწავლებლებსა და მშობლებს სამეურვეო საბჭოში სამი წლის ვადით ირჩევენ. კანდიდატებს ხმას აძლევენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ აირჩიონ სკოლის დირექტორი, დისციპლინარული კომიტეტი, დაამტკიცონ სკოლის შინაგანაწესი და ბიუჯეტი. გარდა ამისა, სამეურვეო საბჭოსთან ხდება სასკოლო სასწავლო გეგმის შეთანხმება.

სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს გაიმართება, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. არჩევნებს, დამკვირვებლის სტატუსით, ასევე დააკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამისთვის მათ ამა თუ იმ სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

საქართველოში ორი ათასამდე მეტი სახელმწიფო სკოლაა. ეს სამეურვეო საბჭოს რიგით მეხუთე არჩევნებია, იგი პირველად 2006 წელს ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0