მამუკა ბახტაძე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

გამოწერა
НовостиTelegram
ბახტაძე ვაშინგტონში აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5-14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველომ ბიზნესის კეთების კუთხით პრობლემები დაძლია

მთავრობის მეთაური სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება, საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გააცნობს და სხვადასხვა სფეროში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ისაუბრებს. მამუკა ბახტაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში, სადაც იმ შესაძლებლობებზე ისაუბრებს, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ვაშინგტონს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. მამუკა ბახტაძე მისასალმებელი სიტყვით გახსნის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

„ეს მხოლოდ დასაწყისია“: პრემიერ–მინისტრმა რაჭის რეგიონი მოიარა >>

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს, მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელზეც მოწვეულნი არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, აღნიშნავენ მთავრობის პრესსამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0