„ეს მხოლოდ დასაწყისია“: პრემიერ–მინისტრმა რაჭის რეგიონი მოიარა

© press-service of the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti municipalityრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ–მინისტრი რაჭაში მოსახლეობას შეხვდა, მოინახულა სხვდასხვა საწარმო და ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც გაეცნო.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე რაჭას ეწვია, ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

პირველად პრემიერი ამბროლაურს ეწვია და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენებული საწარმო „რაჭული ლორი“ დაათვალიერა.

ამბროლაურში ვიზიტის დროს, ბახტაძემ მოსახლეობას ამცნო, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა. მისივე ინფორმაციით, სოფელში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება ისე, რომ სოფელი პირვანდელ იერსახეს შეინარჩუნებს.

„ამ სილამაზეს რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, ის შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება არამხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში...შევძელით რაჭაში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს უნიკალური სოფელი ამის ნათელი დასტურია“, - განაცხადა ბახტაძემ.

ეკა მაისურაძე - Sputnik საქართველო
სუნთქვას მაშინ ვიწყებ, როცა რაჭისკენ მიმავალ გზას დავუყვები – ონელების რწმუნებული

ასევე, პრემიერი კომპანია „იწის წყლის“ მტკნარი წყლის საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა. ბახტაძემ ქარხანა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო, რომელიც წყლის მოპოვებით იწყება და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემით სრულდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეწარმეს ექსპორტში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ონის რაიონს ეწვია და სოფელ ზუდალის მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრემიერმა ისაუბრა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც გაეცნო.

რაჭა - Sputnik საქართველო
ონში მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმი აშენდება

ბახტაძემ ხაზი გაუსვა ონი-ზემო იმერეთის გზის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დასაძლევად, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.

რთველი 2018: რაჭაში ყურძნის საუკეთესო მოსავალია >>

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა იქნება 52 კილომეტრამდე სიგრძის. გზა საჩხერიდან იწყება, შვიდ სოფელს გაივლის და ამბროლაური-ონის გზას შეუერთდება, რომელიც ამბროლაურიდან 20 კმ-ის, ხოლო ონიდან 5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0