რთველი 2018: რაჭაში ყურძნის საუკეთესო მოსავალია

© FB / National Wine Agency of Georgiaყურძნის მტევანი
ყურძნის მტევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ხვანჭკარის“ სამშობლოში რთველი აქტიურ ფაზაშია

თბილისი,  3 ოქტომბერი — Sputnik.  ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ანდრო ასლანიშვილმა რაჭა–ლეჩხუმში  ყურძნის მოსავალს მაღალი შეფასება მისცა, სადაც ამ დროისთვის დაახლოებით 1,1 ათასი ტონა ყურძნის მოსავალია დაკრეფილი.

 „წელს რაჭის რეგიონში „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშების საუკეთესო მოსავალია. ხარისხთან ერთად მოსავლის მოცულობამაც მოიმატა“, – განაცხადა ასლანიშვილმა.

ამ შემოდგომაზე რაჭაში 1,5 ათას ტონაზე მეტ ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ბოლო წლებში რეგიონში ახალი ვენახები გაშენდა.

 „დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 15 ღვინის მწარმოებელი კომპანია 5 ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირდა 33 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს ჩაიბარებს“, – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა. 

ყურძენი - Sputnik საქართველო
ყურძენი და მისი სასარგებლო თვისებები

აღნიშნული პუნქტები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობენ. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

რაჭა ღვინის ცნობილი ღვინის –  „ხვანჭკარის“ სამშობლოა. ამ რეგიონში რთველი ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარას“ „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშებისგან აყენებენ.

გარდა ამისა, რთველი კახეთში, რომელსაც ღვინის რეგიონსაც ეძახიან,  უკვე დასასრულს უახლოვდება – აქ 200 ათას ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალია უკვე გადამუშავებული.

როგორც წესი, რთველი კახეთში  სექტემბრის დასაწყისში იწყება. „რქაწითელი“, „კახური მწვანე“, „საფერავი“ – ძირითადი ჯიშებია, რომელიც კახეთში მოდის.

კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მევენახეების შემოსავალმა დაახლოებით 300 მლნ ლარს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0