რა არის სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliკუკიის სასაფლაო
კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები მოსახლეობას ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი – 95% არაგადამდები დაავადებების გამო კვდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ტრაპაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სპეციალისტი ქვეყნის მოსახლეობას ურჩევს, უარი თქვან მავნე ჩვევებზე, მიეჩვიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მათ შორის, ჯანსაღ კვებას.

ვიზიტი პაციენტთან - Sputnik საქართველო
საქართველოში შობადობა 4%-ით შემცირდა

„არაგადამდები დაავადებები – ეს არის ჯგუფი დაავადებებისა, სადაც კონსოლიდირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, კიბო და შაქრიანი დიაბეტი", – განაცხადა ტრაპაიძემ.

ადამიანს შეუძლია გააკონტროლოს რისკ-ფაქტორები, რაც მის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. მათ შორისაა მოწევა, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება და დაბალი ფიზიკური აქტივობა.

„რისკ-ფაქტორების კორექცია, სწორი მართვა არის ზუსტად საფუძველი და გარანტია იმისა, რომ ესა თუ ის დაავადება არ განვითარდება", – აღნიშნა ტრაპაიძემ.

გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, დიაბეტი – ეს ის ქრონიკული დაავადებებია, რომლებიც არა მხოლოდ უფროსებს, არამედ მოზარდებსაც აწუხებთ, აღნიშნა ტრაპაიძემ. ამ დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია ჭარბი წონა.

„სამწუხაროდ, ეს ქრონიკული დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა", – განაცხადა სპეციალისტმა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობას ყურადღების მიქცევა ადრეული ასაკიდან სჭირდება.

მოხუცებული - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა დაადგინეს: საქართველოში ადამიანები ადრე ბერდებიან

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი, რომელიც განსაკუთრებით საგრძნობია ბოლო წლებში, სპეციალისტის განცხადებით, ფსიქოსოციალური სტრესებია. დეპრესია, შფოთვის შეგრძნება და სხვა – ის ფაქტორებია, რომელთა უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

სიკვდილიანობა საქართველოში

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 2018 წელს 46,5 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც, 2017 წელთან შედარებით, 2,7%-ით ნაკლებია.

ქვეყნის დემოგრაფები უკვე დიდი ხანია, განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ საქართველო, პირდაპირი მნიშვნელობით, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. მათი თქმით, შობადობის შემცირებამ და მიგრაციის გაზრდამ ქვეყანა საშინელ შედეგამდე მიიყვანა და თუ ზომები დაუყოვნებლივ არ გატარდება, რეგიონები ერთმანეთის მიყოლებით დაცარიელდება.

როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობა - მონაცემები საუკუნეების მიხედვით>>

დემოგრაფების პროგნოზით, საქართველოს შობადობის კიდევ ერთი ვარდნა ელოდება, რადგან 1990-2000 წლებში ქვეყანაში გოგონა ორჯერ ნაკლები დაიბადა, ვიდრე 1980-1990 წლებში. თუ ამჟამად საქართველოში საშუალოდ 49 ათასი ბავშვი იბადება, დაახლოებით ექვს წელიწადში ეს რიცხვი 35 ათასამდე შემცირდება. მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, თითოეულმა ქალმა, სულ მცირე, სამი შვილი უნდა იყოლიოს.

ყველა ახალი ამბავი
0