მეცნიერებმა დაადგინეს: საქართველოში ადამიანები ადრე ბერდებიან

© photo: Sputnikმოხუცებული
მოხუცებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები 60 წლის ასაკში ავადდებიან 65 წლის ადამიანებისთვის დამახასიათებელი სნეულებებით.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. მკვლევარების შეფასებით, საქართველოში 60 წლის ადამიანებს აწუხებთ ის ავადმყოფობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, 65 წლის ასაკში ვითარდება. ასეთია ახალი მასშტაბური კვლევის შედეგები, რომელიც სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

ამ ასაკში ადამიანს შეიძლება განუვითარდეს პარკინსონის დაავადება, ჭკუასუსტობა, გულ-სისხლძარღვების დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.

საერთაშორისო ჯგუფმა შეადარა 195 ქვეყნის მოსახლეობის მონაცემები და აღმოაჩინა, რომ დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ასაკის ადამიანებს უჩნდებათ.

კერძოდ, კვლევაში საუბარია 92 დაავადებაზე, რომლებიც ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებას იწვევს. მათ შორისაა გულ-სისხლძარღვთა 13 დაავადება, სასუნთქი გზების ექვსი ქრონიკული დაავადება, კიბოს 35 სახეობა, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ტრავმები და ნეიროდეგენერატიული დაავადებები, ასევე სმენისა და მხედველობის გაუარესება.

ავტობუსების გაჩერება - Sputnik საქართველო
საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც 70 წლამდე მამაკაცთა სიკვდილიანობის ალბათობა მაღალია

იმ ქვეყნების ათეულში, სადაც მოსახლეობა უფრო სწრაფად ბერდება, პირველ ადგილზეა პაპუა-ახალი გვინეა. ამ ქვეყნის მოსახლეობა 45 წლისა ბერდება და ამ ასაკში თავს 65 წლის ადამიანივით გრძნობს.

მეორე ადგილზეა მარშალის კუნძულები, სადაც 65 წლის ადამიანს 51 წლისანი ემსგავსებიან, ხოლო მესამეზეა ავღანეთი, სადაც სიბერე 51 წლის ასაკში იწყება. მას მოსდევენ ვანუატუ, სოლომონის კუნძულები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, კირიბატი, გვინეა-ბისაუ და მაკრონეზია. ამ ქვეყნის მოქალაქეები დაბერებას 55 წლისანი იწყებენ.

რაც შეეხება ლიდერებს, ყველაზე გვიან ბერდებიან იაპონელები. ისინი 76 წლის ასაკში 65 წლისად გრძნობენ თავს. მსგავსი შედეგი აქვთ შვეიცარიას, საფრანგეთსა და სინგაპურს. აქაც 65 წლისთვის დამახასიათებელი დაავადებების სიმპტომები 75 წლის ადამიანებში ვლინდება.

კარგი შედეგები აქვთ სამხრეთ კორეელებსა და ესპანელებს. აქ სიბერე 74 წლის ასაკში ვლინდება. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებლებია პუერტო-რიკოსა და პერუში.

მონური შრომა საქართველოში - რამდენი მონაა ქვეყანაში>>

კვლევები ჩაატარეს ამერიკელმა, ნორვეგიელმა და ესპანელმა მეცნიერებმა.

The Lancet ყოველკვირეული რეცენზირებული ზოგადი სამედიცინო, ყველაზე ცნობილი, ძველი და ავტორიტეტული ჟურნალია. ის 1823 წელს ინგლისელმა ქირურგმა ტომას უოკლმა დააარსა და ქირურგიული ინსტრუმენტის სახელი უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0