გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდება

© photo: Sputnikგიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთელს ოპერაცია მაისის დასაწყისში ანტვერპენის ერთ-ერთ კლინიკაში წარმატებით ჩატარდა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ბელგიის „გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მინდორს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდება, განაცხადა ფეხბურთელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

„ჯერჯერობით, ზუსტად ვერ ვიტყვი როდის დავბრუნდები მოედანზე - სრული გამოჯანმრთელებისთვის დრო მჭირდება. სავარაუდოდ, ეს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისი იქნება", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

უეფას ერთა ლიგა. საქართველო-ყაზახეთი. გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
ევროპის ტოპ-კლუბები გიორგი ჩაკვეტაძეზე ნადირობენ

ამ დროისთვის 19 წლის ქართველი ნახევარმცველი რეაბილიტაციის კურსს გადის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩაკვეტაძემ მარჯვენა მუხლი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიზიანა. მისი მოედანზე დაბრუნების მცდელობა ორჯერ წარუმატებლად დასრულდა. საბოლოოდ, „გენტის" სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. ოპერაცია მაისის დასაწყისში ანტვერპენის ერთ-ერთ კლინიკაში წარმატებით ჩატარდა.

„გენტის" შემადგენლობაში ჩაკვეტაძე 2017 წლის აგვისტოდან ასპარეზობს, სადაც იგი თბილისის "დინამოდან" გადავიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0