ევროპის ტოპ-კლუბები გიორგი ჩაკვეტაძეზე ნადირობენ

© photo: Sputnikუეფას ერთა ლიგა. საქართველო-ყაზახეთი. გიორგი ჩაკვეტაძე
უეფას ერთა ლიგა. საქართველო-ყაზახეთი. გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავით დაინტერესდნენ იტალიის „რომა“, ესპანური „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“, ლონდონის „ტოტენჰემი“.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის თამაში უეფას ერთა ლიგის მატჩებში იმდენად გამორჩეული იყო, რომ ფეხბურთელით ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბი დაინტერესდა, მათ შორის იტალიის „რომა“, იუწყება calciomerkato.com.

პირველად ისტორიაში: ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო ნაკრებშია >>

სტატიაში აღნიშნულია, რომ „რომას“ ხელმძღვანელობა მზად არის განიხილოს ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესაძლებლობა უკვე ამ ზამთარში და მზად არის 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამჟამად „მგლები“ 30 წლის არგენტინელი დიეგო პეროტის შემცვლელს ეძებენ, რომელიც დიდი ალბათობით ახლო მომავალში გუნდს დატოვებს.

© Sputnik / Alexander Imedashviliუეფას ერთა ლიგა. საქართველო-ყაზახეთი. გიორგი ჩაკვეტაძე
ევროპის ტოპ-კლუბები გიორგი ჩაკვეტაძეზე ნადირობენ - Sputnik საქართველო
უეფას ერთა ლიგა. საქართველო-ყაზახეთი. გიორგი ჩაკვეტაძე

გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ ჩაკვეტაძეს აქტიურად აკვირდებიან „ბარსელონის“, მადრიდის „რეალის“, დორტმუნდის „ბორუსიის“, მიუნხენის „ბავარიისა“ და ლონდონის „ტოტენჰემის“ სკაუტები.

უეფას ერთა ლიგა - საქართველო-ყაზახეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ერთა ლიგაში ყაზახეთს მოუგო

„ბარსელონის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ კიდეც უეფას ერთა ლიგის მატჩს საქართველოსა და ლატვიას შორის (0:3) და ქართველი ნახევარმცველის თამაშით კმაყოფილი დარჩნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „გენტთან“ და მზადაა ჩაკვეტაძის ტრანსფერში 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

19 წლის ჩაკვეტაძე თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. 2017 წელს ნახევარმცველი 1,5 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერით ბელგიის „გენტში“ გადავიდა. ამ სეზონზე ქართველმა ფეხბურთელმა თავის კლუბში 15 მატჩი ითამაშა, გაიტანა ოთხი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩაკვეტაძემ პირველად მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში (4:0) იასპარეზა და სახელიც გაითქვა. უეფას ერთა ლიგაში ქართველმა ნახევარმცველმა ექვსივე მატჩი ითამაშა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 12 გოლი გაიტანა, საიდანაც ოთხი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0