პირველად ისტორიაში: ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო ნაკრებშია

© photo: Georgian Football Federationმატჩი საქართველო-ლატვია. უეფას ერთა ლიგა. ჩაკვეტაძე შეტევაში
მატჩი საქართველო-ლატვია. უეფას ერთა ლიგა. ჩაკვეტაძე შეტევაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის მეხუთე ადგილზეა

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სპორტული ანალიტიკის ავტორიტეტული კომპანია Instat-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მსოფლიოს ოქტომბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბელგიის „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის „რომას“ ჰოლანდიელ თავდამსხმელ ჯასტინ კლუივერტთან ერთად მეხუთე  ადგილზეა.

გიორგი ჩაკვეტაძე შეტევაზე - Sputnik საქართველო
ჩაკვეტაძე-show ლატვიაში, გაჩემპიონებული ძიუდოისტები და ოქროების მოლოდინი ბუდაპეშტიდან

გვერდმა საუკეთესოები 21-წლამდელ მოთამაშეთა შორის შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ქართველი აქ პირველად მოხვდა. მოთამაშეებს თავის პოზიციაზე მთელს მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლები გააჩნიათ.

„გვსურს ყურადღება შევაჩეროთ ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზე – „გენტის“ გიორგი ჩაკვეტაძესა და „შარლერუას“ ვიქტორ ჯეიმს ოსიმჰენზე“, – აღნიშნეს Instat-ში.

InStat-მა ოქტომბრის სიმბოლური ნაკრები 3-4-3 ტაქტიკური მონახაზით შეადგინა და საქართველოს ნაკრების შემტევი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესა.

InStat Index არის უნიკალური მაჩვენებელი, რომელსაც კომპანია მოთამაშის შესაფასებლად იყენებს – როგორც ერთ კონკრეტულ თამაშში, ასევე მთელი სეზონის განმავლობაში. ამ პროგრამის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ Index-ი მკაცრი ალგორითმის გამოყენებით ავტომატურად გამოითვლება.

ბოლო დროს გიორგი ჩაკვეტაძე სულ უფრო აუმჯობესებს თავის მაჩვენებლებს, რაც არაერთმა სპორტულმა გამოცემამ აღნიშნა და მის სატრანსფერო ფასზეც აისახა.

ეროვნული ნაკრების ახალმა წარმატებამ მთელი ქვეყანა გაახარა. ფოტოზე - ვაკო ყაზაიშვილი შეტევისას - Sputnik საქართველო
ქართული ფეხბურთის გამარჯვება: ლატვიასთან გამართული მატჩის საუკეთესო სურათები

ბელგიურმა სპორტულმა გამოცემა Voetbalprimeur.be-მა გიორგი ჩაკვეტაძე უეფას ერთა ლიგის მე-12 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი უეფას ერთა ლიგის დაწყებამდე სამ მილიონ ევროს შეადგენდა. ყაზახეთთან მატჩში ჩაკვეტაძემ ანგარიში გახსნა და ახალი ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა (საქართველომ ანგარიშით 2:0 მოიგო), ხოლო ლატვიასთან მატჩის დროს ჩაკვეტაძემ „გამოიმუშავა“ პენალტი, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა განახორციელა.

ფეხბურთის ფასი: საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ფასი ერთა ლიგის მატჩების შემდეგ გაიზარდა >>

გატანილი გოლისა და გამომუშავებული პენალტის გარდა, 19 წლის ნახევარმცველმა ორივე შეხვედრაში უდიდესი სამუშაო შეასრულა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის სქემაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად იქცა. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ ამ ორი მატჩის შემდეგ მისი ფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0