გემმა „არგომ“ რიონზე მოგზაურობა დაასრულა - ვიდეო

© photo: courtesy of Nika Latariaფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს
ფოთში ახალი არგონავტების საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხომალდის აგება ფოთში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყვნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. გემი „არგო" ვანელობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან მიცურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გემზე არგონავტების და ქალღმერთი ჰერას სამოსში გამოწყობილი მსახიობები იმყოფებოდნენ. მათ ვანში აიეტის და მედეას ფორმაში ჩაცმული მსახიობები დახვდნენ.

გემმა „არგომ” მოგზაურობა 31 მაისს  ფოთიდან დაიწყო. ის საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ომარ ნიშნიანიძემ მდინარე რიონში გაუშვა.

იდეის ავტორის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ამ პერფორმანსით მან საუკუნეების ისტორია გააცოცხლა და ის გზა გამოიარა, რომელიც თავის დროზე ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა ტიმ სევერინმა. ეს პერფორმანსიც სწორედ ტიმ სევერინის მოგზაურობის 35-ე წლისთავს მიეძღვნა და მიზნად ამ თემის პოპულარიზაციას ისახავდა.

ფოთში ახალი არგონავტების საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს - Sputnik საქართველო
არგონავტების ისტორია კოლხეთში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გააცოცხლა

გემმა „არგომ" 1 ივნისს  მოგზაურობა მოულოდნელად გაუწმენდავი კალაპოტის გამო შეწყვიტა.  ნიშნიანიძის განცხადებით, ამ პრობლემის მიუხედავად, გემმა დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლა მაინც მოახერხა.

ხომალდის აგება ფოთში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყვნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა „არგოს“ მშენებლობისა და ქუთაისში პორტის მშენებლობის იდეა 2013 წელს გამოთქვა. ომარ ნიშნიანიძე მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.

ყველა ახალი ამბავი
0