არგონავტების ისტორია კოლხეთში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გააცოცხლა

© photo: courtesy of Nika Latariaფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს
ფოთში ახალი არგონავტების საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„არგოს" მაკეტის შექმნის იდეის ავტორი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ომარ ნიშნიანიძეა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. დღეს საღამოს ფოთში, მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის შესართავთან, საზეიმო ვითარებაში ჩაეშვა ხის პატარა ხომალდი „არგო", რომელიც არგონავტების ცნობილი ლეგენდის მოტივებზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ისტორიის პროფესორმა ომარ ნიშნიანიძემ თავის სტუდენტებთან ერთად ააგო.

© photo: courtesy of Nika Latariaფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს
არგონავტების ისტორია კოლხეთში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გააცოცხლა - Sputnik საქართველო
ფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს

ხომალდზე, რომელიც მდინარე რიონს აუყვება, ეკიპაჟის წევრები ბერძნულ ტუნიკაში გამოწყობილი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომელთაც იაზონის გუნდის როლები მოირგეს.

© photo: courtesy of Nika Latariaფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს
არგონავტების ისტორია კოლხეთში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გააცოცხლა - Sputnik საქართველო
ფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს

„არგოს" მოგზაურობა 2 ივნისს ვანში, ჭყვიშში - გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან დასრულდება, მოგვიანებით კი გემი ქუთაისში დაიდებს ბინას.

ომარ ნიშნიანიძის თქმით, ეს მოგზაურობა ერთგვარი თეატრალიზებული სანახაობაა, რომელიც საქართველოში ცნობილი ინგლისელი მეცნიერის ტიმ სევერინის მოგზაურობის 35-ე წლისთავს ეძღვნება და მიზნად ისახავს ამ თემის პოპულაარიზაციას.

„ვართ ძველ ფაზისში, კოლხეთის გამორჩეულ ქალაქში, სადაც მოვიდნენ პირველად არგონავტები და დაიწყო მათი მოგზაურობა რიონის აღმა, დედაქალაქისაკენ, ქუთაისისაკენ. ამ ექსპედიცას ვუძღვნით ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წლის თავს. ზუსტად ამ თვეს, ივნის-ივლისში, 1984 წელს ჩაატარა სამეცნიერო ექსპერიმენტული ექსპედიცია და დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ მითი არგონავტების შესახებ არის რეალური ისტორია, რაც ჩვენთვის საამაყოა“- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

© photo: courtesy of Nika Latariaფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს
არგონავტების ისტორია კოლხეთში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გააცოცხლა - Sputnik საქართველო
ფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს

1984 წლის 3 მაისს ახალი დროის „არგონავტებმა” კაპიტან ტიმ სევერინის მეთაურობით, სტარტი აიღეს ქალაქ ვოლოსთან – არგოლიკისის ყურედან, იქედან , საიდანაც მოგზაურობა დაიწყო იაზონმა.  „არგოს” ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცამეტი ახალგაზრდა ინგლისელი და ირლანდიელი, მათ შორის ორი ექიმი, თავგადასავალთა მაძიებელი სტუდენტები,  მენიჩბეები საბერძნეთიდან და თურქეთიდან.  „არგოს" ეკიპაჟი თითქმის სამი თვე ებრძოდა გაშლილ ზღვაში გრიგალსა და უამინდობას, თუმცა საქართველომდე მშვიდობით ჩამოვიდნენ და 22 ივლისს ფოთიდა, მდინარე რიონს ზემოთ აუყვნენ.

© photo: courtesy of Nika Latariaფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს
არგონავტების ისტორია კოლხეთში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გააცოცხლა - Sputnik საქართველო
ფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს

მოგზაურებს მდინარე რიონზე მძიმე სირთულეები შეექმნათ ძაბვის, კაშხალების, ხიდების, ზოგან მეჩეჩებისა და სხვა დაბრკოლებების გამო. ამას თან დაერთო კოკისპირული წვიმები, უამინდობა, მდინარე რიონის ადიდება. ადიდებულ მდინარეს თან მოჰქონდა ქვა–ღორღი, ხის მორები და საშიშროება ექმნებოდათ მოგზაურებს. ხომალდის მეჩეჩებზე გადაყვანისთვის საჭირო შეიქნა დამხმარე ძალები. 1984 წლის 24 ივლისს, ნაშუადღევს, ტიმ სევერინის ხომალდმა, რომელმაც სამიათასი მილი გამოიარა, მშვიდობით მოაღწია ჭყვიშს.

© photo: courtesy of Nika Latariaფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს
არგონავტების ისტორია კოლხეთში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გააცოცხლა - Sputnik საქართველო
ფოთში "ახალი არგონავტების" საქართველოში შემოსვლის 35-ე წლისთავი აღნიშნეს

„ჭყვიშის პორტიდან” დაიწყო ტიმ სევერინის მეცნიერული მოგზაურობა საქართველოს მიწაზე. პირველ რიგში იგი ეწვია ვანის არქეოლოგიურ გათხრებს. მან გამოთქვა იმედი რომ ვანის არქეოლოგიური მონაპოვარი მას დიდად დაეხმარება არგონავტთა მითის, ისტორიულობის საბოლოოდ დამტკიცებაში. ვანის შემდეგ მან მოინახულა ნოქალაქევი და სვანეთი სადაც ადგილობრივებმა გააცნეს თუ როგორ მოიპოვებდნენ მათი წინაბრები ცხვრის ტყავისგან ოქროს.

1984 წლის 2 აგვისტოს „არგონავტები” გამოემშვიდობნენ ვანს და ვანელებს. იმავე დღეს, „არგო” ბათუმამდე მატარებლით ჩაიტანეს, აქედან კი ღამით, ხომალდმა „ტოვარიშჩმა” გააცილა სტამბულამდე.

რამდენიმე თვეში, „არგოს” ასლმა გალაკტიონის სახლმუზეუმის გვერდით სამუდამოდ დაიდო ბინა, სწრაფადვე გადაწყდა არგონავტების მუზეუმის აგებაც და ჭყვიშში, საქვეყნოდ სახელგანთქმული გალაქტიონის და ტიციანის სახლ–მუზეუმის გვერდით ამოუდგა არგონავტების მუზეუმი, მაგრამ ხანმოკლე გამოდგა მისი არსებობა, იგი რამდენიმე წლის შემდეგ ხანძარმა შთანთქა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0