თაღლითობის მსხვერპლი მუშები: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსარემონტო სამუშაოები გზებზე
სარემონტო სამუშაოები გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლების  განცხადებით, ისინი თაღლითური სქემის მსხვერპლი არიან

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. ზემო ოსიაურთან მდებარე ცენტრალური ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე 11 მძღოლი კომპანია „სინო ჰიდროსგან“ ნამუშევარი თანხის ანაზღაურებას ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მძღოლებმა, რომლებმაც ხელფასის მოთხოვნით ჩინურ კომპანია „სინო ჰიდროს" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს, ამჟამად ხაშურის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. პოლიციაში იმყოფებიან კომპანია „სინო ჰიდროს“ წარმომადგენლებიც.

ასფალტის საფარის დაგება გზაზე - Sputnik საქართველო
აქცია ავტობანზე: 250 მძღოლი კუთვნილ ხელფასს ითხოვს

მშენებლობაზე დასაქმებულების განცხადებით, ისინი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე აიყვანეს და ადგილზე საკუთარი ტექნიკით მუშაობდნენ. მათ 15 დღეში ანაზღაურების სახით 3500 ლარი უნდა მიეღოთ. ვადის გასვლის შემდეგ მათ განუმარტეს, რომ თანხა კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელს, აზერბაიჯანის მოქალაქეს ბელა მუსტაფაევას უნდა გადაეხადა. მასთან შეხვედრას დასაქმებულები რამდენიმე დღე უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც პროტესტის ამ ფორმას მიმართეს. 

მძღოლების  განცხადებით, ისინი თაღლითური სქემის მსხვერპლი არიან და თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

დაზარალებულმა მძღოლებმა აქცია ხაშურში, კომპანიის შენობასთან  გამართეს. პოლიციაში კი ისინი დაკითხვაზე ჩინური კომპანიის მიერ პოლიციის გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს.

აღნიშნული ჩინური კომპანიის მიმართ პრეტენზიები მუშებმა შარშან, მაისის თვეშიც გამოხატეს. მაშინ აქცია ვაზისუბანი-ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულმა 250-მა მძღოლმა გამართა. ისინი კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ის 1 000 000 ლარს შეადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0