თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ვაზისუბანი-ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში გაფიცულია 250 მძღოლი, მათ კარიერამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს. მძღოლები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, ის ერთ მილიონ ლარს შეადგენს.
აქციის მონაწილეების თქმით, შრომითი ხელშეკრულებები რუსულ და ჩინურ ენაზეა გაფორმებული, შესაბამისად, ისინი ვერ იგებენ, რა წერია კონტრაქტში.
„გვატყუებენ წონაში, კილომეტრაჟში, რაც გვაზარალებს ჩვენ და მწყობრიდან გამოდის ავტომობილები. არ გვყავს თარჯიმანი და ვერ ვამყარებთ კომუნიკაციას დამსაქმებელთან“, – განცხადა აქციის მონაწილე დათო მანაგაძემ.
პირველი არხის ინფორმაციით, გზის დაგების სამუშაოებს ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო“ აწარმოებს.