სერგეენკო სიღარიბის შეფასების სისტემაზე

© Ministry of IDPs from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgiaდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძირითადი აქცენტი სოციალური დახმარების საჭიროების მქონეთა განსაზღვრაში მრავალშვილიან ოჯახებზე კეთდება

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სოციალური დახმარება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება არასწორად მოიხსნას ან დაინიშნოს, რადგან შეფასების სიტემა იდეალურად არ მუშაობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ჩივის, რომ მათ გაუგებარი მიზეზების გამო მოუხსნეს სოციალური დახმარება. სოციალურ ქულებს სპეციალური ფორმულით ითვლიან. სერგეენკოს განცხადებით, ამ შეფასების ხარვეზები 5,1%–იდან 2,7%–მდე შემცირდა.

კურორტი, აუზი, ტანვარჯიში – რა ბენეფიტები ეკუთვნით სოციალურად დაუცველებს>>

„აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც სოციალური დახმარების მინიჭების. ასე რომ, არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება და შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება“, – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2015 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც ქულების განსაზღვრის მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევიდა, ბავშვების რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან დახმარება მიიღეს, 108 ათასიდან 157 ათასამდე გაიზარდა.

მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
როგორ გასცემენ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებზე

„ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა“, – აღნიშნა სერგეენკომ.

ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, რომელიც ამჟამად მოქმედებს საქართველოში, ძირითადი აქცენტი მრავალშვილიან ოჯახებზე კეთდება. ფორმულა,რომელიც 2015 წლამდე მოქმედებდა, ბავშვებს ნაკლებად „ხედავდა“. ამან დიდი შეშფოთება გამოიწვია, მაგალითად, გაეროს საბავშვო ფონდის.

საქართველოს მთავრობამ 2013 წელს მიიღო ფორმულის გადახედვის გადაწყვეტილება, რომლითაც გამოითვლება სარეიტინგო ქულები და ასევე, საჭიროებების ინდექსის სრულად შეცვლის გადაწყვეტილება, რომელიც 2005 წელს შემუშავდა და ცვლილებებსა და დამუშავებას საჭიროებდა.

ცვლილებების შეტანისპროცესი 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს უკვე სარეიტინგო ქულების გამოთვლის ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა.

ხანდაზმული ქუჩის მუსიკოსი თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
სოციალურად დაუცველებს დასაქმების შემთხვევაში ფულადი დახმარება შეუნარჩუნდებათ

ძირითადი განსხვავება ძველ და ახალ ფორმულებს შორის არის ის, რომ ყოფითი ნივთები და ტექნიკა ქულებზე უკვე აღარ ახდენს გავლენას.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ახალ ფორმულაშია, სოციალური აგენტის ობიექტური შეფასებაა. ძველი მეთოდოლოგიისას სოცაგენტის სუბიექტურ მოსაზრებას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. ახალ მეთოდოლოგიაში მის მოსაზრებას სოციალური ქულების გამოთვლაზე გავლენის მოხდენა უკვე აღარ შეუძლია.

სერგეენკოს განცხადებით, არსებული მეთოდოლოგიის უმთავრესი გამოწვევაა სპეციფიკური ფორმულა, რომლის გამოც რთულია, მოქალაქეებს აუხსნა, როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქულების მინიჭების საკითხში.

იმისთვის, რომ სახელმწიფომ ფინანსური დახმარება გაწიოს, აუცილებელია 65 ათას ქულამდე დაგროვება. დახმარების თანხა სარეიტინგო ქულების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ყველა ახალი ამბავი
0