როგორ გასცემენ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებზე

© Sputnik / STRINGERმრავალშვილიანი ოჯახი
მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების უმეტესობა ბავშვების დახმარებას შერეული სისტემით მიიღებს

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ამიერიდან 50 ლარის ოდენობის დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებზე ორი მეთოდით გაიცემა, ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამ დახმარებას ოჯახები იანვრიდან იღებენ, მაგრამ ახლა სახსრების გაცემის შერეული მეთოდი ამოქმედდება.

ფინანსური დახმარება გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი აქვს და რომელთა სარეიტინგო ქულა სიღარიბის შკალის მიხედვით 100 001-ს არ აღემატება.

ბავშვები - Sputnik საქართველო
Unicef-ის საგანგაშო დასკვნა - საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს

გადაწყდა, რომ უმეტეს შემთხვევებში 30 ლარი ჩაირიცხოს ბავშვის კვების სპეციალურ ბარათზე. ამ ფულის განაღდება შეუძლებელი იქნება და ამ ფულით მხოლოდ საკვების ყიდვა იქნება შესაძლებელი. დანარჩენი 20 ლარის დახარჯვა ოჯახს თავისი საჭიროების მიხედვით შეუძლია. ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.

ამ საკითხზე გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელმა ჰასან ჰალილმა და Liberty Bank-ის („ლიბერთი ბანკი") გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ იმსჯელეს.

პროცესს წლის განმავლობაში UNICEF-ის კვალიფიციური ექსპერტები დააკვირდებიან.

„გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველო მთავრობის გადაწყვეტილებას დახმარების ათიდან 50 ლარამდე გაზრდის შესახებ. ესაა პასუხი ჩვენს კვლევაზე, რომელიც ბავშვთა სიღარიბეს ეხებოდა. დახმარების გაზრდა ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას და ბავშვებს ასევე დაეხმარება, რომ მათ ჰქონდეთ უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება და მთლიანობაში, ცხოვრების უკეთესი პირობები", - განუცხადა ჰალილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დახმარების გაცემის შერეული მეთოდი საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, შეაფასოს, დახმარების გაცემის რომელი მეთოდია უკეთესი ბავშვის კეთილდღეობისთვის. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდი.

კახა კალაძე უსახლკარო ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო
ახალი წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ

ბავშვის კვების ბარათის მისაღებად ოჯახებმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით Liberty Bank-ის სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ.

ამ ბარათების გამოყენება შესაძლებელი იქნება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ ყველა მაღაზიაში. ამ მაღაზიების ჩამონათვალი მოცემულია ვებ-გვერდზე www.ssa.gov.ge. დეტალური ინფორმაციის მიღება შეიძლება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

ბარათით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის ყიდვა, გარდა სიგარეტისა და ალკოჰოლისა.

50-ლარიანი დახმარება გათვალისწინებული 74 ათასი ოჯახისთვის. აქედან 44 ათას ოჯახს (87 ათას ბავშვს) თანხის ნაწილი ბარათზე ჩაერიცხება.

ბავშვთა უფლებებს საქართველოში ახალი კოდექსი დაიცავს>>

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდის გადაწყვეტილება 2018 წლის ნოემბერში მიიღეს. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2017 წლის კვლევებს, რომლის თანახმად, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც საარსებო ელემენტარული პირობები არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0