საქართველოს პრემიერი: „საპარტნიორო ფონდი" არაეფექტურია"

© photo: Mamuka Bakhtadze / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფონდის აღნიშნული მოდელის შესაცვლელად საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. „საპარტნიორო ფონდი" არაეფექტურია და მოითხოვს რეფორმირებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

ვინ არის დამნაშავე „საპარტნიორო ფონდის" ზარალში – საგანელიძე ფონდის რეფორმაზე საუბრობს>>>

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ინტერპელაციის ახალი მეთოდით მიმდინარეობს – როდესაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს არანაკლებ შვიდკაციანი დეპუტატების ჯგუფის კითხვებს.

„ის ბიზნეს-მოდელი, რაც აქვს "საპარტნიორო ფონდს", არის არაეფექტური და უნდა შეიცვალოს. აღნიშნული მოდელის შესაცვლელად საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ის შეიცვლება, მათ შორის, თქვენი დახმარებით", – განაცხადა ბახტაძემ.

მანამდე „საპარტნიორო ფონდის" რეფორმირების აუცილებლობაზე „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი სიტყვებით, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ფონდის შვილობილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების 400 მლნ ლარზე მეტი ზარალი ფონდის ზარალად ჩაითვალა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე საპენსიო რეფორმაზე: „ახალი ველოსიპედი" თუ სხვა ქვეყნების გამოცდილება

საგანელიძის განცხადებით, ზარალი გამოიწვია აღნიშნული კომპანიების აქტივების გაუფასურებამ იმ დროს, როდესაც, აღნიშნული შვილობილი კომპანიების ზარალის გამორიცხვით, ფონდის საინვესტიციო პროექტების მოგებამ სხვა დანარჩენ შვილობილ კომპანიებთან ერთად 192,6 მილიონი ლარი შეადგინა.

ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების, სამუშაო ადგილების შექმნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს – ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება. „საპარტნიორო ფონდის" ფინანსური მონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალიდან 49%-მდე და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-მდეა შეზღუდული. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორები უზრუნველყოფენ.

„საპარტნიორო ფონდი" ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მრავალ პროექტს ახორციელებს, თითოეულის ღირებულება 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, 98 პროექტი დაფინანსებულია პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარზე მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0