საქართველოს ყოფილი ელჩი ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობას სთხოვს

© photo: APPU / FB გრიგოლ ქათამაძე
გრიგოლ ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ექს-ელჩი უკრაინის გადასახადების გადამხდელთა ასოციაციას ხელმძღვანელობს

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. 2000–2007 და 2009–2013 წლებში უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა, იუწყება პორტალი „გორდონი“.

 „მინდა, ვისარგებლო თქვენს გამოცემასთან საუბრის შესაძლებლობით და საჯაროდ მივმართო ვლადიმირ ზელენსკის ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით. უკვე ექვსი წელი გავიდა, რაც საქართველოში სახელმწიფო სამსახური დავტოვე. ოდესღაც, დიდი ხნის წინ მე დავამთავრე შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თითქმის 13 წელი ვიყავი საქართველოს ელჩი უკრაინაში, მრავალი წელი ვცხოვრობ კიევში“, – ციტირებს ქათამაძეს გამოცემა.

მან ასევე განმარტა, რომ 2015 წლის მაისიდან სათავეში უდგას უკრაინის გადასახადების გადამხდელთა ასოციაციას - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის გაერთიანებას, რომელიც აქტიურად მუშაობს უკრაინის ახალი, თანამედროვე საგადასახადო კოდექსის შემუშავებასა და დანერგვაზე.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
„პოროშენკო ძველი ბიჭია“ - სააკაშვილი მოუწოდებს ზელენსკის, დააპატიმროს წინამორბედი

„თავის საინაუგურაციო სიტყვაში ზელენსკიმ საზღვარგარეთ მყოფ ყველა ეთნიკურ უკრაინელს სამშობლოში დაბრუნებისკენ და უკრაინას ერთად რეფორმირებისკენ მოუწოდა. ეს მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც. მართალია, მე ეთნიკური უკრაინელი არ ვარ, თუმცა გულწრფელად განვიცდი იმ ქვეყნის მომავალს, რომელსაც ჩემი გაცნობიერებული ცხოვრების დიდი ნაწილი უკავშირდება. საუკუნის მეოთხედი მე ვიმუშავე დიპლომატიურ კორპუსში და საქართველოს ინტერესებს წარმოვადგენდი, თუმცა არასდროს ვლახავდი უკრაინის ინტერესებს, ყოველთვის თანმიმდევრულად ვიცავდი ჩემს პოზიციას“, – აცხადებს ქათამაძე.

მან აღნიშნა, რომ მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილება მისთვის მძიმე მისაღები იყო, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია „დაეხმაროს უკრაინას გახდეს წარმატებული განვითარებული სახელმწიფო“.

„ზელენსკი მალე მიხვდება": მოხდება თუ არა უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადიცია >>

სამშაბათს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა, სააკაშვილი კი უკრაინაში მეორე დღეს, ოთხშაბათს ჩავიდა. კიევის აეროპორტში მას გახარებული მომხრეები დახვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0