„ზელენსკი მალე მიხვდება": მოხდება თუ არა უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადიცია

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ვლადიმირ ზელენსკი მალე მიხვდება, რომ ქვეყანაში შეუშვა ადამიანი, რომლისგანაც მხოლოდ პრობლემებია.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ უკრაინის ხელისუფლებისადმი მიმართვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კობახიძე ზელენსკის: „ნუ დანიშნავთ ავანტიურისტ სააკაშვილს თანამდებობაზე">>>

„აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც არის ძებნილი, კვლავ მოხდეს მისი ექსტრადირების საკითხის დაყენება, მგონია, რომ ასეც უნდა მოხდეს", – განაცხადა ქანთარიამ.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ასევე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალებისთვის.

მთაწმინდა - Sputnik საქართველო
„ივანიშვილის დამცავი ფარი“: რას უნდა ველოდოთ „რევოლუციონერებისგან“ საქართველოში

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოშია კიდევ ორი საქმე – სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.

სამშაბათს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა, სააკაშვილი კი უკრაინაში მეორე დღეს, ოთხშაბათს ჩავიდა. კიევის აეროპორტში მას გახარებული მომხრეები დახვდნენ.

როგორც ქანთარიამ განაცხადა, ზელენსკი მალე მიხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომლისგანაც მხოლოდ პრობლემებია, ქვეყანაში დაბრუნების ნება სულ ტყუილად დართო.

მოქალაქეობის აღდგენა ზელენსკის თავად სააკაშვილმა სთხოვა. საკუთარ მიმართვაში მან დაწერა, რომ არ სურს არანაირი თანამდებობა და ამასთან „მზადაა საკუთარი სიცოცხლე დათმოს წარმატებული და ძლიერი უკრაინის აღმშენებლობისთვის".

ივანიშვილმა სააკაშვილს მშიშარა უწოდა>>>

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩდა. მალე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალქეობა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ გუბერნატორმა არათუ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარების შესახებ, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. ხოლო 2017 წლის ივლისში მოქალაქეობაც ჩამოართვა.

უკრაინის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, რომლის ტერიტორიიდანაც 2017 წლის შემოდგომაზე სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ შევიდა – პოლონეთის საზღვარზე მისმა მომხრეებმა მესაზღვრეების კორდონები გაარღვიეს. მაშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0